ინგლისის ეკლესიამ სამშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით, დროებით ყველა სახის საჯარო ღვთისმსახურება შეწყდება. ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს ეკლესიების დახურვას. ტაძრები ინდივიდუალური ლოცვისთვის კვლავ ღია იქნება.
„ჩვენს ცხოვრებაში ნაკლები წილი ექნება საკვირაო მსახურებაზე დასწრებას. უფრო სახასიათო იქნება ყოველდღიური მსახურება, რომელსაც მლოცველი პირადად აღასრულებს”, – განაცხადეს კენტერბერიისა და იორკის მთავარეპისკოპოსებმა ჯასტინ ველბიმ და ჯონ სენტამუმ.
წყარო: Reuters