BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში 12-დან 15 წლამდე ბავშვებს „ფაიზერის“ ვაქცინის თითო დოზას შესთავაზებენ.
მთავრობის განცხადებით, დოზების გაცემა შემდეგი კვირიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის მშობლის თანხმობა იქნება საჭირო. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელთა რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღო – ისინი მიიჩნევენ, რომ ვაქცინა სასწავლო პროცესში ზიანის შეამცირებას შეუწყობს ხელს.
The Guardian-ის ცნობით, აცრის პროგრამას სკოლებში არსებული ვაქცინაციის სერვისები განახორციელებენ. ბრიტანეთის მთავრობა ვაქცინის მეორე დოზაზე გადაწყვეტილებას, სავარუდოდ, გაზაფხულის სემესტრისთვის მიიღებს.
ბრიტანეთის ვაქცინების კოორდინირების მინისტრმა, ნადიმ ზაჰავმა განაცხადა, რომ მშობლის ნებართვის საჭიროების მიუხედავად, თუ მშობლებისა და შვილების მოსაზრებები აცრის შესახებ ერთმანეთს არ დაემთხვევა, უპირატესობა „კომპეტენტურად“ მიჩნეულ აზრს მიენიჭება.