ინგლისურის პრატიკა 24/7-ზე:  “ბექას სკოლა” ინგლისურის სწავლების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს

ფასიანი განთავსება

ინგლისური ენის ცენტრი “ბექას სკოლა”, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომებითა და სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდებით, სასწავლო პროცესში მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს. დღეიდან ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი ხდება დამხმარე აპლიკაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.

აღნიშნული სიახლე პასუხობს ენის შემსწავლელთა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას – პრაქტიკის ნაკლებობას საკლასო ოთახის მიღმა და ფსიქოლოგიურ ბარიერს, რომელიც უცხო ენაზე საუბრისას ჩნდება.

როგორც სკოლაში განმარტავენ, ახალი ციფრული ინსტრუმენტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, 24 საათის განმავლობაში ჰყავდეთ პირადი AI მეგობარი, რომელიც არასდროს იღლება მათთან საუბრით და არასდროს ეზარება შეცდომების გასწორება. რაც მთავარია, AI არასდროს განსჯის სტუდენტებს დაშვებული შეცდომების გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეცდომების დაშვების შიშის გადალახვა ბევრ სტუდენტს ყველაზე მეტად სჭირდება. აპლიკაციასთან საუბრის სხვადასხვა რეჟიმები, როგორიცაა ჩატი, სატელეფონო ზარი, როლური თამაშები ან დებატები, ეხმარება სტუდენტებს ზედმეტი სტრესის გარეშე მოემზადონ რელური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის.

ბოლო პერიოდში AI ტექნოლოგია საკმაოდ განვითარდა და თანამედროვე აპლიკაციებს უკვე აქვთ საშუალება, ისაუბრონ მაქსიმალურად ბუნებრივი, ადამიანური ინტონაციით და არა რობოტული ხმით. ეს უქმნის სტუდენტს რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს საუბრის პრაქტიკისთვის. 

“ბექას სკოლის” დამფუძნებელი, ბექა ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია სრულად არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესში.

“ჩვენთვის არაა საკმარისი, რომ მოსწავლემ მხოლოდ გადმოწეროს აპლიკაცია და ივარჯიშოს საუბარში. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ სტუდენტები საუბრის პრაქტიკისთვის გაკვეთილის მიღმა. 

წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ გაკვეთილზე გავიარეთ მოგზაურობის თემატიკა. მოსწავლეს დამატებით დავალებად ვაძლევთ აპლიკაციასთან საუბარს. როლური თამაშების რეჟიმში მას შეუძლია აირჩიოს თემა “სასტუმროს დაჯავშნა”, სადაც ხელოვნური ინტელექტი ირგებს სასტუმროს ოპერატორის როლს და ისე ესაუბრება სტუდენტს. 

ან, ვთქვათ, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებული გაკვეთილის შემდგომი პრაქტიკისთვის სტუდენტს შეუძლია აპლიკაციის პერსონაჟების რეჟიმში პირადად ილონ მასკს ჰკითხოს მარსის კოლონიზაციის გეგმებზე. 

თუ კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის გავარჯიშება გვსურს, შეგვიძლია ჩავერთოთ დებატებში თემაზე: “ამცირებს თუ არა დისტანციური მუშაობა პროდუქტიულობას?’”. AI მოგვიყვანს კონტრარგუმენტებს, ჩვენ კი უნდა დავარწმუნოთ ის ჩვენი პოზიციის სისწორეში. ეს არის გენერალური რეპეტიცია იმ დიდი თამაშისთვის, რასაც რეალური ცხოვრება ჰქვია,” – აცხადებს ბექა.

სკოლაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი არავითარ შემთხვევაში არ ანაცვლებს მასწავლებელს. პედაგოგები კვლავ რჩებიან სასწავლო პროცესის მთავარ მმართველებად, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ფუნდამენტურ ცოდნის მიცემას სტუდენტებისთვის, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებით მათ აღჭურვასაც. ხელოვნური ინტელექტი კი უზრუნველყოფს იმ უსასრულო პრაქტიკას, რომელიც ადამიანური რესურსით ფიზიკურად შეუძლებელია.