ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ დეკლარაციის ტექსტს აქვეყნებს

პუბლიკა

ინიციატივამ „კულტურა დემოკრატიისთვის“ გამოაქვეყნა  „კულტურის დეკლარაცია“, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაანონსეს.

როგორც ინიციატივის წარმომადგენლები აცხადებენ, „კულტურის დეკლარაცია“ წარედგინება ყველა ეროვნულსა და პროდასავლურ პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას, როგორც კულტურის სფეროს რეფორმირების პირველი ეტაპის სახელმძღვანელო, რის შემდეგაც დაიწყება ფართო სადისკუსიო პლატფორმის ფორმირება.

ინიციატივას „კულტურა დემოკრატიისთვის“ კულტურის სფეროს 90-მდე წარმომადგენელი შეურთდა.

ორგანიზატორთა განცხადებას და „კულტურის დეკლარაციას“ „პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ:

დეკლარაციის სანახავად მიჰყევით ბმულს.

„საქართველოს 30-წლიანი დემოკრატიზაციის პროცესი კრიზისშია, რაც, უპირველესად, დემოკრატიული კულტურული ღირებულებების კრიზისს ნიშნავს.

სახელმწიფოს არ განუხორციელებია კულტურის საბჭოთა სისტემის რეფორმირება და დღეს ვიმკით შედეგებს: ძლიერდება ავტორიტარიზმი, რაც საქართველოს აშორებს თანამედროვე სამყაროში ყველაზე ჰუმანურ და პროგრესულ კულტურულ გარემოს – ევროპას.

არადემოკრატიული ხელისუფლება მანიპულირებს საზოგადოებით, რომლის დიდ უმრავლესობას მრავალი წელია წართმეული აქვს კულტურული განვითარების შესაძლებლობა და ამიტომ სუსტია, როგორც სამოქალაქო საზოგადოება.  თანამედროვე საქართველოში ყოველდღიურად ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყდება საერთაშორისო სივრცეებთან კომუნიკაციის პროცესები, უხეშად იზღუდება ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ირღვევა სიტყვის, გამოხატვის, აკადემიური და  შემოქმედების თავისუფლება. ყოველივე ეს დიდ საფრთხეს უქმნის ეროვნული დემოკრატიული კულტურის შენარჩუნებას, შექმნას და განვითარებას.

ჩვენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ კულტურის როლს სახელმწიფოს წარსულისა და მომავლის დაცვის პროცესში, კულტურის მნიშვნელობას საზოგადოებისა და ყოველი მოქალაქის გაძლიერების თვალსაზრისით; ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, არ დავთმოთ ჩვენი კულტურული იდენტობა და  პროგრესის შესაძლებლობა.

ჩვენ ვერთიანდებით ინიციატივაში „კულტურა დემოკრატიისთვის“ და ამით ვაერთიანებთ ჩვენს თეორიულსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ჩვენი ერთობა, კულტურული კრიზისის დაძლევის მიზნით, 2024 წლის 15 აგვისტოს წარმოადგენს დოკუმენტს „კულტურის დეკლარაცია“. ამ დეკლარაციამ უნდა ჩაუყაროს საფუძველი კულტურის სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას, რომლის პრინციპებსა და მექანიზმებზე ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ 2024-2025 წლებში.

ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ და მისი „კულტურის დეკლარაცია“ წარედგინება ყველა ეროვნულსა და პროდასავლურ პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას, როგორც კულტურის სფეროს რეფორმირების პირველი ეტაპის სახელმძღვანელო, რის შემდეგაც დავიწყებთ ფართო სადისკუსიო პლატფორმის ფორმირებას.

ხელმომწერები:

  1. სოფიო კილასონია – ხელოვნებათმცოდნე, კულტურის მკვლევარი,  ილიას უნივერსიტეტი,
  2. ანა რიაბოშენკო – კულტურის მენეჯერი, მხატვარი
  3. ცირა ელისაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, GIPA-ს პროფესორი,
  4. ნინო კირთაძე, რეჟისორი, მსახიობი
  5. ხათუნა ხაბულიანი – ხელოვნებათმცოდნე, კურატორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  6. ქრისტინე დარჩია – ხელოვნებათმცოდნე
  7. ირინა პოპიაშვილი – კურატორი
  8. მიხეილ ჩარკვიანი – რეჟისორი
  9. რეზო კიკნაძე – კომპოზიტორი, ილიაუნის პროფესორი
  10. დავით ხორბალაძე – რეჟისორი, დრამატურგი, კომპოზიტორი
  11. ქეთევან ხუსკივაძე – მთარგმნელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი
  12. პაატა ციკოლია – რეჟისორი, დრამატურგი,
  13. სოფიო ხუნწარია, კულტურის მენეჯერი. “არტარეას” დამფუძნებელი. ჟურნალისტი
  14. ლალი პერტენავა – ხელოვნებათმცოდნე, საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის დამფუძნებელი
  15. ნუცა ალექსი – მესხიშვილი – კინორეჟისორი, საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი
  16. რატი ამაღლობელი, პოეტი, ლიტერატურული პრემია “საბა” თანადამფუძნებელი
  17. მარი გულბიანი – კინორეჟისორი, სცენარისტი
  18. სოფიო ზერაგია – მსახიობი,
  19. სოფიო შამანიდი – ფილოლოგი, მთარგმნელი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
  20. თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  21. ნინო ქათამაძე, მუსიკოსი
  22. ნათია სართანია-ქიტუაშვილი, მუსიკოსი, “CES” და “CES Records”-ის დამფუძნებელი, “ქარტული მუსიკალური მემკვიდრეობის” თანადამფუძნებელი
  23. ელენე აბაშიძე – ხელოვნებათმცოდნე, კურატორი,
  24. ნიკა მაჩაიძე – მუსიკოსი, რეჟისორი
  25. ნატალია ბერიძე -მუსიკოსი
  26. თამარ ნადირაძე – ხელოვანი
  27. გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი
  28. ლაშა ბერაია – რედაქტორი, გამომცემელი, მხატვარი
  29. ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, ფრილანს მთარგმნელი და კულტურის მენეჯერი
  30. ნინი დარჩია – კურატორი, გალერეა 4710
  31. მარიან ადამია – კომპოზიტორი
  32. ქეთი მაჭავარიანი – კინორეჟისორი
  33. სალომე ჯაში – კინორეჟისორი
  34. უტა ბექაია – ხელოვანი
  35. ნინო ალავიძე – ხელოვანი
  36. გიორგი მასხარაშვილი – ხელოვანი
  37. მარიამ ჭაჭია – რეჟისორი/პროდიუსერი
  38. ანა გურგენიძე – კულტურის მენეჯერი, ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი
  39. თამარ ჭაბაშვილი – ხელოვანი
  40. ნადია წულუკიძე – ხელოვანი
  41. გაგა ჩხეიძე – კულტურის მენეჯერი, გერმანისტი
  42. ნატალია ვაწაძე – ხელივანი, ჯგუფი ბულიონი
  43. თემო ქართლელიშვილი – ხელოვანი, ჯგუფი ბულიონი
  44. სანდრო სამხარაძე – მსახიობი
  45. ლევან ადამია – კინორეჟისორი
  46. არჩიბალდ კორძაია – მხატვარი
  47. დათო კუხალაშვილი – მხატვარი
  48. ლია უკლება – მხატვარი
  49. ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერი, საქართველოს პენცენტრის აღასრულებელი დირექტორი
  50. თამარ ხმიადაშვილი- მხატვარი
  51. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი, საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი
  52. პაატა შამუგია – პოეტი
  53. ნესტან კვინიკაძე – მწერალი
  54. გიორგი სავანელი – რეჟისორი, დრამატურგი
  55. თამთა მელაშვილი – მწერალი
  56. ანუშკა ჩხეიძე – მუსიკოსი
  57. ბესო სოლომანაშვილი- მწერალი, რეჟისორი
  58. ივა ფეზუაშვილი – მწერალი
  59. მაია ბადრიძე-მთარგმნელი
  60. ლაშა ბუღაძე – მწერალი
  61. გიგა ბექაური – უფლებადამცველი
  62. სახელოვნებო პროფკავშირი “გილდია”
  63. ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი) – მწერალი
  64. ნინია კაკაბაძე – კინომცოდნე, ჟურნალისტი
  65. ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი, მწერალი
  66. თეკლა მაჭავარიანი- კინო პროდუსერი
  67. გიორგი შველიძე —ოპერატორი
  68. ლელა გრიგალაშვილი – კურატორი
  69. მარიამ თვალავაძე- კინომცოდნე
  70. დავით დავითიანი – კინომცოდნე, კულტურის მენეჯერი
  71. ნათია ბუკია – კურატორი, გალერეა Artbeat
  72. ლევან აბდუშელიშვილი – კინომცოდნე
  73. სალომე ცისკარიშვილი – მუზეუმმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  74. ლუკა ბაქანიძე – მწერალი
  75. გვანცა ჯობავა – გამომცემელი
  76. ავთანდილ ხორავა – რეჟისორი, ოპერატორი
  77. თამუნა ღვაბერიძე –  გალერისტი
  78. ნესტან ნიჟარაძე – კულტურის მენეჯერი, ფოტოგრაფიის ექსპერტი
  79. ნანა მეფარიშვილი – არქიტექტორი, ICOM-ის სამუზეუმო არქიტექტურისა და ტექნიკების საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე
  80. ბასტი მგალობლიშვილი – კინომცოდნე
  81. მარიამ ბიწაძე – პროდიუსერი, რეჟისორი | 17/07 Productions
  82. ტორესა მოსი – მწერალი, მუსიკოსი.
  83. სანდრო ქერაული – მუსიკოსი, რეჟისორი
  84. მაშო.  გელაშვილი – რეჟისორი, სახელოვნებო ონლაინ ჟურნალი “Tape Magazine”
  85. ლევან მინდიაშვილი – ხელოვანი
  86. ლილი დადიანი – ხელოვანი
  87. ირინა გელაშვილი- კინო პროდუსერი
  88. თინა ლაღიძე- მსახიობი
  89. მარინე მიზანდარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარე
  90. ზურა პაპიაშვილი – პოეტი, დრამატურგი ნინო ჩიმაკაძე- ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი