კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მიმართავენ, შეწყვიტოს „ნეტგაზეთის“ რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
მარიამ ძიძარია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით დაიწყო.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, მარიამ ძიძარია „შაბათის მარშის“ დროს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებას, აშუქებდა მარშს და თან ჰქონდა ჟურნალისტობის დამადასტურებელი ყველა ნიშანი (სამკლავური PRESS წარწერით, ე.წ ბეიჯი, კამერა და ა.შ).
პროფესორ-მასწავლებლების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებსა გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენი მე-2 კურსის სტუდენტს, მარიამ ძიძარიას, რომელსაც შსს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.
მასალები მიუთითებს, რომ მარიამ ძიძარიას შსს-ს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების მომენტში ჰქონდა მედიის ყველა ამომცნობი ნიშანი – ვიზუალური მასალით დასტურდება, რომ ის იყო არა აქციის მონაწილე, არამედ იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გამშუქებელი ჟურნალისტი.
მარიამ ძიძარია არის ძალიან კარგი სტუდენტი, მას მედიის სკოლის ადმინისტრაცია და ლექტორები ვახასიათებთ, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდას. სტუდენტს, მაღალი მოსწრებისა და მისი ინტერესის გათვალისწინებით, გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაცია – „ნეტგაზეთში“ სტაჟირებისთვის.
პროცესს მან წარმატებით გაართვა თავი და დღეს უკვე აღნიშნული მედიასაშუალების რეპორტიორია, თუმცა ადმინისტრაციული წესით დღეს ის სწორედ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო არის წარდგენილი.
მიგვაჩნია, რომ თუკი მარიამ ძიძარიას „გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის“ დაისჯება მაშინ, როდესაც ის თავის ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა, ეს შექმნის მძიმე პრეცედენტს მედიისთვის, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტის საქმეზე სასამართლო მიიღებს სამართლიან და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას. ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა არ უნდა გახდეს მისი დასჯის საფუძველი.
გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ ძიძარიას საქმეზე“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 40 პროფესორ-მასწავლებელი აწერს, თუმცა სია განახლებადია.
ხელმომწერები:
- ნინო ჟიჟილაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, პროფესორი
- ელენე ჯღარკავა – კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი
- მარიამ მენაბდე – კავკასიის არქიტექტურის სკოლის დეკანი, პროფესორი
- თინათინ გიორგაძე – კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი
- მარიამ ოქრუაშვილი – კავკასიის მედიცინის სკოლის დეკანი
- ვასილ გეგელია – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლა
- მაია მიქაშავიძე – მოწვეული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლა
- ემირ ეთერია – პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- გიორგი შუბლაძე – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლა
- ირინა ტაბუციძე – ასოცირებული პროფესორი. მედიის სკოლა.
- გიორგი ჯოლოგუა – ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა
- თამარ ბუაძე- მოწვეული ლექტორი,კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლა.
- ქეთევან ინწკირველი-მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლა
- ალექსანდრე რობაქიძე – კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლის სტუდიის მენეჯერი.
- დავით ჭიაბერაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი
- სოფო კვინტრაძე – ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა
- ხათუნა იოსავა – კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი
- ნინო კახურაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი
- ირინე კურტანიძე – კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი სალუქვაძე – კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის აფილირებული ასისტენტ პროფესორი, საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი
- მანანა ფორჩხიძე- კავკასიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი
- თამარ კალანდაძე- მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა
- გიორგი სავანელი – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, მედიიის სკოლა
- დემეტრე ხარებავა – კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი
- გოჩა ვანაძე – კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი
- თამთა კაკრიაშვილი – მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
- სალომე ჩიტორელიძე – კავკასიის განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
- ნათია სულაბერიძე – კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
- მარიამ ბაგათელია – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- ანა გადახაბაძე – ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- ანა დავითაშვილი – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- ვახტანგ ქარელი – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- თათია მაისურაძე- ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
- ანა მგალობლიშვილი – აფილირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- გიორგი დათუკიშვილი – აფილირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- გიორგი კეპულაძე – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- ნინო წულუკიძე-კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
- სალომე ჩხეიძე – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- მარიამ გამდლიშვილი – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- ალექსანდრე ქეშელაშვილი – მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი