„მე ვფიქრობდი, რომ ეს ქიზიყელი კაცი, რომელიც არის ჩვენი თავმჯდომარე, უფრო მკაცრი იქნებოდა“, – დეპუტატი ფრიდონ ინჯია ბიუროს სხდომებზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის პოლემიკას გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა.
„ბოლო პერიოდში, პაექრობა მიდის „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ოცნებას” შორის. მთელი ეს პერიოდი, რაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, ორი პიროვნება – ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა”, დანარჩენი არის „ოცნება“, „ოცნება“ სულ არის თავდაცვის რეჟიმში და თავს იმართლებს.
დროა [ეს], დამთავდეს და ყველას თავის ადგილი მიეჩინოს. მე ვფიქრობდი, რომ ეს ქიზიყელი კაცი, რომელიც არის ჩვენი თავმჯდომარე, უფრო მკაცრი იქნებოდა. მაგრამ არ ვიცი, რატომ ხდება ასე. ის ჩაქუჩი კარგი გაქვთ თქვენ და ან დროზე უნდა დაარტყათ, ან გადადოთ გვერდზე“, – განაცხადა ინჯიამ.