ინჯიას თქმით, რუსული კანონი „ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ“

პუბლიკა

„ეს კანონპროექტი, გამჭვირვალობაზე, ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ მაგას, იმიტომ, რომ იქ არ იყვნენ იმ დაზომბებული სტუდენტების პატრონები და სტუდენტები, რომლებიც აქ გამოვიდნენ. ასეა ეგ“, – ასე მიმართა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ინჯიამ პრემიერს უთხრა, რომ შსს-ს რეაქცია 7-8 მარტის საპროტესტო აქციებთან მიმართებით საკმარისად მკაცრი არ იყო.

„მართლაც რომ იმსახურებს შსს უმაღლეს შეფასებას, მაგრამ მერე, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, თქვენ – ნული. რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დასაჯოთ, ხომ უნდა დაისაჯოს. ეს ნაწილი გამოგრჩათ თქვენ; ამას უყურებს მოსახლეობა. მე რეგიონებში ვიყავი ამ დღეებში – სრული მხარდაჭერა გაქვთ, ახალგაზრდები არიან დაბოღმილები, როგორ გააპარპაშეს [აქციის მონაწილეები]“, – აცხადებს ინჯია.