თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.
„სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას!” თბილისის ქუჩებში გამოაკრეს. პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, მედია ორგანიზაციების მენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები.