instagram: რუსეთში 80 მილიონი ადამიანი ჩამოშორდება ერთმანეთს და დანარჩენს სამყაროს

პუბლიკა

instagram-ის ხელმძღვანელის ადამ მოსერის  შეფასებით, რუსეთში instagram-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება სამწუხაროა, რადგან 80 მილიონი ადამიანი ჩამოშორდება ერთმანეთს და დანარჩენ სამყაროს. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეთა 80% Instagram-ში, ძირითადად, რუსეთის გარეთ რეგისტრირებულ ანგარიშებს იწერდნენ და მიჰყვებოდნენ. ამის შესახებ მოსერიმ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

11 მარტს რუსეთის სასამართლომ გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე რუსეთის ტერიტორიაზე instagram-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.