Instagram, WhatsApp და Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს

პუბლიკა

კომპანია Facebook-ის მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელების აპლიკაციები Instagram, WhatsApp და Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს.

პლატფორმა DownDetector-ზე ათობით ათასი შეტყობინება შევიდა აპლიკაციების შეფერხების შესახებ.

პლატფორმის მიხედვით, Instagram-ის მომხმარებლებს უმეტესად პრობლემა აქვთ ფოტოების გახსნასთან დაკავშირებით. WhatsApp-ისა და Messenger-ის შემთხვევაში კი შეტყობინებები არ იგზავნება.

კომპანიას შეფერხების მიზეზებზე განცხადება არ გაუვრცელებია.