ინტენსიური თოვის გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე სატრანსპორტო შეზღუდვებია

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტია) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები