რუსული პრო-სამთავრობო გამოცემა Interfax წერს, რომ რუსული ონლაინ გაყიდვების კომპანია Wildberries&Russ საქართველოში შედის – დაიწყო საქონლის მიწოდება და გაყიდვა.
Interfax Wildberries-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართველ მომხმარებელს ექნება წვდომა პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, რაც მოიცავს 8 მილიონზე მეტ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიებში.
კომპანია Wildberries&Russ ამჟამად მუშაობს: რუსეთში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში.
მანამდე, 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაციით, უმსხვილესმა რუსულმა ონლაინ მაღაზიამ, Ozon.ru-მ საქართველოში ოფიციალური მიტანის სერვისი დაამატა.