იოჰანესბურგში ხანძრის შედეგად სულ მცირე 63 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა

პუბლიკა

სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 63 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, ადგილობრივ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც  ცნობიალია, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. რამ გამოიწვია ხანძარი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

.