იონათამიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: საჭიროა საკითხის დროულად მოწესრიგება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მსჯელობენ. ცვლილებების მიხედვით სამსახური უქმდება და მის ბაზაზე ორი სამსახური:  სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ბიუროს სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცვლილებების დაჩქარებულად განხილვის რეჟიმთან დაკავშირებით გამოთქვეს. უმრავლესობის დეპუტატის, რატი იონათამაშვილის თქმით, ცვლილებები დროულად არის მისაღები და მისი გადადება გაზაფხულამდე მიზანშეწონილი არაა.

„გულწრფელად დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, რომელი მოდელია უკეთესი და რომელია უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე გამოცდილი. ის, რომ ერთ უწყებაში გაერთიანებული იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი და თან საგამოძიებო კომპონენტი თუ ის, რომ განცალკევებულად იყოს ორივე მიმართულება და დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებები ახორციელებდნენ საქმიანობას.

მეორე რაც მინდა, ვთქვა დაჩქარებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება სესიებს შორის პერიოდი და მორიგი სხდომა 1 თებერვალს გაიმართება, თუმცა ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და ცვლილებები მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნას განხილული და მიღებული. ეს არის ჩვენი შეთავაზება და ამ არგუმენტაციით დავაყენოთ სესიაზე“ , – განაცხადა რატი იონათამაშვილი.