იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

პუბლიკა

იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა.

ბაიდენი აცხადებს, რომ თავდასხმა „ირანის მხარდაჭერის მქონე რადიკალური დაჯგუფების“ მიერ განხორციელდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ფაქტებს ამ თავდასხმის შესახებ, ჩვენ ვიცით, რომ ეს თავდასხმა ირანის მხარდაჭერის მქონე რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელდა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ“, – წერია ბაიდენის განცხადებაში.