იორდანიაში კულტურის ცენტრი, ერეკლე მეორის იუბილე და ა.შ. | რაში დაიხარჯა სარეზერვო ფონდი

პუბლიკა

რაში დაიხარჯა მთავრობის სარეზერვო ფონდი 2022 წელს – ამის შესახებ მონაცემებს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშში – 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების მიმოხილვაში ვკითხულობთ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 50 895 000 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ – 49 581 700 ათასი ლარი. თანხა დაიხარჯა:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

  • საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით – 3 755 904;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 213 800;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 3 750 000;
  • საიდუმლო – დაიხარჯა 432 076.90 ლარი.
  • მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესა და ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ნიკალას 160 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დაიხარჯა 719 501.68 ლარი.
  • 2022 წლის 16-24 ივლისს საქართველოში მთის კვირეულის ფარგლებში (თუშეთში, ყაზბეგში, შოვსა და მესტიაში) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით დაიხარჯა 2 079 154.49 ლარი.
  • 2022 წლის 8 – 23 ოქტომბერს საქართელოში ღვინის ფესტივალის ფარგლებში (26 ლოკაციაზე) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით დაიხარჯა 7 455 724.02 ლარი.
  • საიდუმლო – დაიხარჯა 3 500 000.00
  • „საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ“ განკარგულების და 2022 წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 9 066 204;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საიდუმლო – 2 300 000.00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • ლობისტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით „ჩართველ სთრაითეჯი გრუფთან (The Chartwell Stretege Group, LLC)“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასაფინანსებლად დაიხარჯა 1 248 135.00 ლარი.
  • იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად – 228 382;

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

  • საიდუმლო – 1 494 284.09 ლარი.
  • საიდუმლო – 420 310.80 ლარი.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის, თანამშრომელთა მივლინებების, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა მიმდინარე ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაიხარჯა 699 336.09 ლარი.

ჯანდაცვის სამინისტრო:

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით – 1 000 000;