სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრის” ეთერში მოქალაქეების 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ თქვა, რომ 10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს არ გააჩნია ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია.
„5000-ლარიანი ჯარიმა არის დამაბრკოლებელი, მათ შორის, ასეთი აქციების მიმართ, რადგან როდესაც ასეთ ჯარიმებს დაგადებენ, ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ.
5000-ლარიანი ჯარიმა მაღალი ტვირთია. მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეებმა გაითვალისწინონ, რომ 10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გააჩიათ.
მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს”. – თქვა ლევან იოსელიანმა,
მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, გზის გადაკეტვის საბაბით მასობრივად აჯარიმებენ 5000-ლარით. მათ შორის, დაჯარიმდა არაერთი ჟურნალისტი, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ.
გზის უკანონოდ გადაკეტვის მუხლით გათვალისწინებული სანქცია – ჯარიმა 5000 ლარამდე „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის დასაწყისში დააწესა. მანამდე ეს მუხლი 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
ამ რეპრესიულ ჩანაწერზე იოსელიანს „პალიტრის” ეთერში არაფერი უთქვამს.