იოსელიანი გვარამიას შეწყალებაზე: მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

პუბლიკა

ომბუდსმენი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან.” – წერს ომბუდსმენი.

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგხსენოთ, რაც ასევე ევროოპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.