იოსელიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ამიტომ მხარს ვერ დავუჭერთ - ბუჩუკური

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათი პარტია ომბუდსმენობაზე ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ იოსელიანი პოლიტიკური პარტიის ლიდერია.

„ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყოს პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რის გამოც მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა მასთან კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.


პარტია „მოქალაქეები” სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს.