იოსელიანი: წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც ცესკოში ვიხილეთ

პუბლიკა

სახალხო დამცველისთვის „წარმოუდგენელია, ვინმემ მოწონოს ის, რაც დღეს ცესკოში მოხდა”.

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ”.

“აღნიშნულ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკო-ში ვიხილეთ”. – თქვა სახალხო დამცველმა.

ცესკოს წევრმა ენმ-დან, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეზე საღებავი შეასხა.

ცესკოს სხდომა, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს, რამდენიმე წუთის დაწყებული იყო.

სიტყვას ცესკოს წევრი დავით კირთაძე ამბობდა.

მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.

ცესკოს თავმჯდომარემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მისი განცხადება არაფერ შუაშია შემაჯამებელ სხდომასთან, შემდეგ კი უთხრა: „არ მაიძულოთ, დაგატოვებინოთ დარბაზი”.

დავით კირთაძე კალანდარიშვილის მაგიდას მიუახლოვდა და მოულოდნელად სახეზე შავი საღებავი შეასხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, გამოძიება დაიწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე.

სსკ-ის 118-ე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობასაც ითვალისწინებს.