„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში.
„საქართველოს შესახებ ბრიუსელში ელჩების დონეზე დებატები შედგა. 26-მა წევრმა გამოხატა თავისი შეშფოთება. უნგრეთი დუმს. შესაძლოა, მალე იყოს ევროკავშირის განცხადება და ევროკომისიის შესაძლო განახლებული შეფასება იმის შესახებ, რამდენად მიემართება აგენტების კანონი ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმებს”, – წერს ის.ა
დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“.