იოზვიაკი: EU იმედისა და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი გაგმავს „იმედისა” და „POSTV”-ს სანქციები დაუწესოს „რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში”.

„ევროკავშირი განიხილავს ქართული მედიასაშუალებების, „იმედისა” და „POSTV”-ის სანქცირებას რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში”, – წერს იოზვიაკი.

სანქციები მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ხელისუფლების ისეთ ქმედებებში, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ძირითად ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სანქციები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებიც ჰიბრიდულ საქმიანობას ახორციელებენ მესამე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ.