„რადიო თავისუფლების” ევროპის სერისის რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში „ტექნიკური მისია” გამოგზავნონ, რომლის შემადგენლობაშიც EEAS-ის [ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური] და ევროკომისიის წევრები შევლენ.
ასევე, შესაძლოა სამხრეთ კავასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მანდატი გაეზარდოს.
ბრიუსელში მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საბჭო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება.
საბჭომ დღეს დახურულ სხდომაზე იმსჯელა საქართველოს საკითხზე 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ჭრილში.
რამდენიმე საათში გაიმართება პრესკონფერენცია.