იოზვიაკი რუსეთთან ფრენის დაწყებაზე: უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს ეს ბრიუსელისთვის

პუბლიკა

რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი იმყოფებოდა.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთიდან ფრენა სანქცირებულია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სანქცია, ყველა იმ სანქციას შორის, რომელიც დაუწესდა რუსეთს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. ამავდროულად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება სურს და ამ დროს აკეთებ ევროკავშირისგან სრულიად საწინააღმდეგო რაღაცას, უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს ეს ბრიუსელისთვის.“ – ამბობს იოზვიაკი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გზა გადაკეტეს.

აქციის ინიციატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან და მათ პოლიტიკოსებიც უერთდებიან.