იოზვიაკი: თუ საქართველო არ შეცვლის კურსს, კომისია ვერ განიხილავს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საკვანძო პუნქტზე საუბრობს. მისი ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის.

„ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მთავარი პუნქტი: თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირის გზას და არ აჩვენებს არსებულ პრობლემებთან და საკვანძო რეფორმებთან დაკავშირებით კონკრეტულ ძალისხმევას, კომისია ვერ შეძლებს, განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციის გაცემა“.

დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.