იპოვეს 13 წლის გოგო, რომელსაც საგარეჯოში 6 დღე ეძებდნენ

პუბლიკა

შსს-ში „პუბლიკას” უთხრეს, რომ ნაპოვნია 13 წლის გოგო, რომელსაც საგარეჯოში 28 თებერვლიდან ეძებდნენ.

გოგოს მამამ „რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ „ნაპოვნია, თუმცა, სად იპოვეს და რა მოხდა, არ იცის”.

1 მარტს ცნობილი გახდა, რომ 13 წლის გოგოს ოჯახი 28 თებერვლიდან ეძებდა. გოგოს მამის თქმით, არასრულწლოვანი 13 წლის გოგო თანასოფლელმა 16 წლის ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა.

შსს-ს ცნობით, ორივე ბავშვი ახლა გამოკითხვაზე, პოლიციის განყოფილებაში არიან.

არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი ერთად გაიპარნენ.

შსს-ს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს დაწყებული. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.