„მთავარი არხის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა ეგზიტპოლები ჩაატარა. მან პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც დაითვალა.
20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 50%;
ზაზა ლომინაძე – „ქართული ოცნება“ – 29%.
„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 13 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%.