Ipsos-ის ეგზიტპოლი: ლევან ხაბეიშვილი - 49%, სოზარ სუბარი - 33%

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა ეგზიტპოლები ჩაატარა. მან პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც დაითვალა.

20:00 საათის მონაცემებით, სამგორის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:

ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 49%

სოზარ სუბარი – „ქართული ოცნება“ – 33%.


„მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 13 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%.