Ipsos-ის ეგზიტპოლი: ნიკა მელია - 53%, ლევან კობიაშვილი - 39%

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა ეგზიტპოლები ჩაატარა. მან პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც დაითვალა.

17:00 საათის მონაცემებით გლდანის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:

ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 53%;

ლევან კობიაშვილი – „ქართული ოცნება” – 39%.


„მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 13 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%.