„მთავარი არხის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა ეგზიტპოლები ჩაატარა. მან პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც დაითვალა.
20:00 საათის მონაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:
ზურაბ ჯაფარიძე – ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი – 35%;
გია ვოლსკი – „ქართული ოცნება“ – 33%;
ანა დოლიძე – 16%.
„მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 13 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%.