„მთავარი არხი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა, ასეთია:
- კახი კალაძე – 41%
- ნიკა მელია – 36%
- გიორგი გახარია – 13%
- ანა დოლიძე – 4%
- ანა ბიბილაშვილი – 2%
- დანარჩენი კანდიდატები – 4%
კვლევა ჩატარებულია „მთავარი არხის” დაკვეთით. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. „ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.“
ტელეკომპანიის ინფორმაციით IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.