ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მისი დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვყენებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კითხვაზე: გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:
- მინდა – 57%
- არ მინდა – 26%
შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების შემდეგ? – ამ შეკითხვაზე კი გამოკითხულთა 12 % ამბობს, რომ აუცილებლად შეიცვლება, 29%-ს მიაჩნია, რომ მაღალი ალბათობით, შეიცვლება. 28% ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, 17% კი ამბობს, რომ აუცილებლად იგივე დარჩება.