იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები - კალაძე

პუბლიკა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ. დილიდან რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში, სახლების დემონტაჟზე კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა კახი კალაძემ.

„მე არ გამოვირცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ. იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის  დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ წლების შემდეგ მოახდინონ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. ეს არის ის ხალხი, რომლებსაც აქვთ სახლები და მიწები.“ – განაცხადა კახა კალაძემ.