იქამდე ვეცდებით ხეობაში შესვლას, ვიდრე ამას არ მივაღწევთ - ვარლამ გოლეთიანი

პუბლიკა

მოძღაობის – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” – აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს საღამოს მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

“ჩვეულებრივ ვეცადეთ, რომ გადავსულიყავით ბარიკადის მეორე მხარეზე, როგორც ჩანს სიმბოლური დატვირთვა აქვს, მათ შორის კომპანიისთვის, რომ გზაზე არ გაგვატარონ, ხეობაში არ შეგვიშვან, თორემ ძალადობაზე და სადმე შეჭრაზე საუბარი ხომ არ არის, აქაც ენკას ბაზასთან ვდგავართ, მაგრამ არსად ვიჭრებით” – თქვა მან.

მისი თქმით, ყოველღიურად გაგრძელდება ხეობაში შესვლის მცდელობა – „იქამდე ვიდრე ამას არ მივაღწევთ”.

დღეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეები პოლიციელებს მოუწოდებდნენ, გაეშვათ ისინი საკუთარი სახლებისკენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.