გუშინ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის ეთიკის საბჭოს შექმნისა და საბჭოს შემადგენლობის საკითხი განიხილეს.
„ეს არის ძალიან აღსანიშნავი მომენტი, ვინაიდან რეგლამენტის ფუნდამენტური ცვლილების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი პირველად უახლოეს ისტორიაში ქმნის ეთიკის საბჭოს იმ სტანდარტით და ისე, როგორც ეს დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიებში არის მოცემული. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში, როგორც უმრავლესობა ისე ოპოზოცია მონაწილეობს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან დეპუტატები: კახა კახიშვილი, დავით სერგეენკო, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე.