ირაკლი ბერაიას პარლამენტში ლევან მაჭავარიანი შეცვლის

პუბლიკა

ირაკლი ბერაიას, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა, უფლებამოსილება შეუწყდება და მის ადგილს ლევან მაჭავარიანი დაიკავებს.

ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს განიხილა.

ბერაიას ადგილმონაცვლე ლევან მაჭავარიანს 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის 15 ათასი ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2020 წელს „ქართული ოცნებისთვის“ – 60 000 ლარი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის არის „სეტანტა ჯორჯია ახალის“ დირექტორი და მეწილე და „სეტანტა ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი.