ირაკლი ფანგანზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ნ.დ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ირაკლი ფანგანის ინფორმაციით, 4 აპრილს, ღამით, ის რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ სცემს. ფანგანი ამას ანგარიშსწორებას უკავშირებს. ირაკლი ფანგანი ის აქტივისტია, რომელმაც ბათუმის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, რომელმაც ბოიკოტი შეწყვიტა, თავზე ნაგავი გადააყარა.