ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

პუბლიკა

დღეს ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს შეხვდა.

ღარიბაშვილი წერს, რომ ვარჰეისთან ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტებისა და ლოგისტიკური თუ ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით შავი ზღვის რეგიონის როლზე ისაუბრეს.

„ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შევხვდი. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებისას.

განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის შეკავშირების საკითხი. ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია, რათა ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა იყოს მდგრადი“, – წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.

ოლივერ ვარჰეის თქმით კი, საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესს.

 

Met w/ ‘s

. We are committed to work closely to advance  candidate status path & meet the priorities specified by

. Discussed Black Sea connectivity. Diversification of logistical & energy routes is key for sustainable  security infrastructure.