ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძეს გამარჯვება უკვე მიულოცა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მოწყობილ სცენაზე პარტიის წევრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩევნებში გამარჯვება უკვე აღნიშნეს.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ. დიდი მადლობა. „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს. ვულოცავ „ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს. ვულოცავ ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია, დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – მიმართა მან მხარდამჭერებს.