ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

„გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს“, – აცხადებს გიორგობიანი.