ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.
ოჯახისგან ამავე ოდენობის საჩუქარი ღარიბაშვილს დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.
ამავე დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილს დანაზოგის სახით 50 000 ლარი აქვს.