ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ჩავა და პაპ ლეო XIV-ს შეხვდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ხვალ ვატიკანში დელეგაციასთან ერთად ჩავა და პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან „ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.