ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მეორედ ხვდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ კობახიძე ბერსეს ორჯერ შეხვდებოდა.

პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და ალენ ბერსეს შორის 18 დეკემბერს შედგა.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე 18 დეკემბერს ეწვია. ევროპის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის კონტექსტია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობრივი აქტები. განცხადების მიხედვით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

ალენ ბერსე უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებს. შემაჯამებელ პრესკონფერენციას ის დღეს გამართავს.