ირაკლი კობახიძე გირჩის აქტივისტების აქციას ხატთმებრძოლეობას უწოდებს

პუბლიკა

“ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!” – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე გირჩის აქტივისტების აქციას.

შეგახსენებთ, რომ წარწერებით – „წმინდა ბიძინა“ „გირჩის“ მხარდამჭერები ფოტომონტაჟით დამზადებული „ივანიშვილის ხატებით“ ბიზნესცენტრისკენ  გაემართნენ, სადაც შეასრულეს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.

დაანონსებული გეგმის მიხედვით, დღეს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს. მათი თქმით, მიზანი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის ჩაშლაა.