ირაკლი კობახიძე სინამდვილეში იუმორით აღსავსე პიროვნებაა - ნიკოლოზ სამხარაძე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა, – ასე შეაფასა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადება.

„მინდა გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა. ამიტომ, მისი გუშინდელი გამოსვლა ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. რაც შეეხება კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს მოლაპარაკებების პროცესს, იუმორს არანაირი მოლაპარაკებებისთვის ხელი არასდროს შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის ტრიბუნიდან იქნება ეს თუ სხვა ადგილიდან. იმ ადამიანებს, თუ ეწყინათ ეს და იუმორის გრძნობა არ აქვთ, ეს მათი პრობლემაა. იუმორი მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა სამხარაძემ.