ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.