პარლამენტში უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე 65 353 დოლარი აქვს.
დეკლარაცია 2019 წლის 31 დეკემბერსაა შევსებული.
კობახიძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 2018 წელს ხელფასის სახით მიიღო 64 692 ლარი. წინა წელს ავტომანქანის გასხვისებიდან მიიღო შემოსავალი 6 000 დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, კობახიძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე – 157 კვ.მ. ბინა და ავტოფარეხი მას 2016 წელს აჩუქეს.
კობახიძის საკუთრებაშია, აგრეთვე, ავტომანქანა Nissan Tiida 2014.