„ლელოს” გენერალურ მდივანი, ირაკლი კუპრაძე სასამრთლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კუპრაძე 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის და 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით.
„მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ რამე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ირაკლის მხრიდან. სამივე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, საერთოდ არ იყო მტკიცებულებები და უნდა მიეღოთ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება. მას ედავებოდნენ, რომ კორდონს არღვევდა, თუმცა, კადრებში ჩანს, რომ ირაკლი იყო ხელებაწეული. წარმოუდგენელი აბსურდი იყო შსს-ის წარმომადგენლების მტკიცება, რომ ხელებაწეულ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ასეული სპეცრაზმელის კორდონის გარღვევა”. – თქვა ადვოკატმა.