„ირაკლიმ აღწერა სიტუაცია" - ვოლსკი კობახიძის მიმართ კრიტიკას ეხმაურება

პუბლიკა

„ვითარებასთან შეუსაბამო, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს „ქართულ ოცნებასთან”, ხელისუფლებასთან დაკავშირებით”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასა და მასზე კრიტიკას.

მისი თქმით, „პრეზიდენტის განცხადებებში „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება, რადგან „რეალობას არ შეესაბამება და არც დეფიტიზმია”.

ვოლსკი ასევე აღნიშნავს, რომ კობახიძემ აღწერა სიტუაცია – „შემაშფოთებელი მდგომარეობაა”.

„ირაკლიმ აღწერა სიტუაცია, რაც ხდება და კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ, ეს არ არის კობახიძის განცხადება, რომელიც მას ეკუთვნის ექსკლუზიურად, იგივეს ამბობენ უკრაინელები და სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციას რუსეთი ახდენს, ეს შეტევა, ოკუპაციის მასშტაბი, რასაც რუსეთი ახდენს, საკმაოდ შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ამის თაობაზე ილაპარაკა ირაკლიმ, იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაზეც საუბრობს იგივე ზელენსკი თუ უკრაინის სხვა წარმომადგენლები, შემაშფოთებელი მდგომარეობაა ზოგადად, რომ აგრესორი წინ მიიწვევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული იმისათვის, რათა თავისი გეგმები განახორციელოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.