უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ ირანი რუსეთისთვის ბალ;ისტიკური რაკეტების გადაცემას გეგმავს.
„ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ.
რუსეთის ფედერაცია ეხმარება ირანს სამხედრო (ბირთვული?) ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. უბრალოდ, ვუყუროთ?“ – ვკითხულობთ პოდოლიაკის ტვიტში.